ქრთამის აღება

პოლიციელისთვის ქრთამის მიცემის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის თანამშრომლებმა ქრთამის მიცემის ფაქტზე, ფოთში მცხოვრები ბ.ტ. დააკავეს.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს მალთაყვის პოლიციის განყოფილების თანამშრომელს შპს „სანოს“ კუთვნილი ლითონის მიმღებ პუნქტში დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისგან თავის შეკავების სანაცვლოდ ყოველთვიურად გარკვეული თანხის გადახდა შესთავაზა. 

"დაგეგმილი და განხორციელებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2018 წლის 26 აპრილს, თანხის გადაცემის შემდეგ ბ.ტ. ბრალდებულის სახით დანაშაულის ჩადენის ადგილზე დავაკავეთ" - აცხადებს პროკურატურა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. 

კომენტარები