ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ არ დაადასტურა კვირიკაშვილისა და კობახიძის მიმოწერის ავთენტურობა. მან რუსთავი 2-ის ჟურნალისტს უთხრა, რომ ინფორმაცია, რომელიც არხის ეთერში გავიდა ამ მიმოწერასთან დაკავშირებით, არ არის სიმართლე.
"შეცდომაში რომ არ შევიყვანოთ საზოგადოება, მე არ გიდასტურებთ ამ მიმოწერის ნამდვილობას"- განაცხადა მდინარაძემ.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დეპუტატების საერთო ჩათში კრიტიკული შინაარსის წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა.
კვირიკაშვილისა და კობახიძის სავარაუდო მიმოწერა იხილეთ ვრცლად.