ოჯახში ძალადობა

მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

www.geo.tv

სასამართლომ მშობლების მიმართ ძალადობასა და მუქარაში ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

"სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 იანვარს, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მ.ჯ. მშობლებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა, ხოლო მამამისს სახეში ხელი დაარტყა, რითაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა. სამართალდამცველებმა მ.ჯ. 2018 წლის 1 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით (მუქარა) და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) წარედგინა და აღკვეთისღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა." - წერია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები