გერმანია

გერმანიაში სატვირთო მანქანა ხალხის მასაში შევარდა, არიან გარდაცვლილები

მიუნსტერი

გერმანიის ქალაქ მიუნსტერში სატვირთო მანქანა ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა. პოლიციის პრესსამსახურის ცნობით არის რამდენიმე გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული. 

ჯერ-ჯერობით უცნობია საქმე გვაქვს ტერაქტთან თუ ავარიასთან.

ტვიტერით გავრცელებული ფოტოს მიხედვით, შემთხვევა ქალაქის ერთ-ერთ მოედანზე მოხდა, სადაც ადამიანები ღია ცის ქვეშ, კაფეებთან ისხდნენ. 

 

 

კომენტარები