ისაო ტაკაჰატა

Studio Ghibli-ს თანადამფუძნებელი ისაო ტაკაჰატა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა

ისაო ტაკაჰატა
Getty Images

Studio Ghibli-ს თანადამფუძნებელი ისაო ტაკაჰატა 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. იაპონური მედიის მიხედვით ტაკაჰატა  ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტოკიოს საავადმყოფოში იმყოფებოდა.

ტაკაჰატამ Studio Ghibli 1985 წელს ჰაიაო მიაძაკისთან ერთად დააარსა.

კარიერის მანძილზე მას 20-მდე ანიმაცია აქვს შექმნილი. მათ შორის ყველაზე ცნობილია 1988 წელს შექმნილი ანიმაციური ფილმი "ციცინათელების საფლავი". 2014 წელს მისი ანიმაცია "პრინცესა კაგუიას ამბავი" ოსკარზე წარადგინეს.

კომენტარები