ძალიან მასობრივი ხასიათი აქვს ადამიანების სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვახორციელოთ ცვლილებები, გავატაროთ ის რეფორმები, რომელიც წლების განმავლობაში არ ტარდებოდა და დღეს სამწუხარო სიტუაციამდე მივედით. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს პარლამენტში დავამტკიცეთ შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რეფორმების ერთი ნაწილი, ვფიქრობთ, დგას აუცილებლობა რეფორმების კიდევ მომდევნო ტალღა განვახორციელოთ.
უბედური შემთხვევა ტყიბულის შახტაში
სოფო კილაძე: მასობრივი ხასიათი აქვს ადამიანების სამუშაო ადგილებზე გარდაცვალებას
tbl.ge/2v96
დაკოპირდა
განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ. ცნობისთვის, დღეს, გამთენიისას ტყიბულში მინდელის სახელობის შახტაში ჭერის ჩამონგრევის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა, 3 კი მძიმედ დაშავდა.
ამავე თემაზე
- შსს: სავარაუდოდ მეთანის აფეთქების გამო ჭერი ჩამოიშალა, დაიღუპა 4 და დაშავდა 6 მეშახტე
- ტყიბულის შახტში ოთხი ადამიანი დაიღუპა, არსებული ინფორმაციით, არიან დაშავებულებიც
- ჯანდაცვის წარმომადგენელი: რეკომენდაციები ნაწილობრივ იყო გათვალისწინებული
- ქუმსიშვილი: კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სამთო დარტყმა იყო, ქანები ჩამოიშალა