შეწყალების კომისია

პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა

გიორგი მარგველაშვილი
პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 64 მსჯავრდებული შეიწყალა. შეწყალების კომისიის თავმჯდომარის ზვიად ქორიძის თქმით, შესაბამისი აქტი გიორგი მარგველაშვილმა დღეს გამოსცა.

”64 შეწყალებული მსჯავრდებულიდან სასჯელაღსრულების დაწესებულებას დღეს 41 პატიმარი დატოვებს. 23 მსჯავრდებულს კი სხვადასხვა ვადით შეუმცირდა სასჯელი. შეწყალებულებიდან 3 ქალია და 1 არასრულწლოვანი. აქედან ერთი ქალი დღეს დატოვებს დაწესებულებას, ორს კი სასჯელი შეუმცირდა. რაც შეეხება არასრულწლოვანს, მას სასჯელი შეუმცირდა", - თქვა ქორიძემ.

ქორიძის ინფორმაციითვე, შეწყალების კომისიამ სულ ჯამში 335 საქმე განიხილა.

კომენტარები