ვითარება საავტომობილო გზებზე

ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა

გზების დეპარტამენტი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 96-ე კმ-ზე ლაჯურღულას მონაკვეთზე მოძრაობა აღდგენილია.

ცნობისთვის, გზაზე საავტომობილო მოძრაობა "ინტენსიური ქვის ცვენის" მიზეზით, გუშინ საღამოს შეიზღუდა.

კომენტარები