დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპი: პუტინს არჩევნებში გამარჯვება ობამამაც მიულოცა

თეთრი სახლი

დონალდ ტრამპმა Twitter-ზე ვლადიმირ პუტინისათვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვის გადაწყვეტილება დაიცვა და კრიტიკას უპასუხა.

"მე დავურეკე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს რათა მიმელოცა მისთვის არჩევნებში გამარჯვება (წარსულში, ობამამაც დაურეკა). დეზინფორმაციის გამავრცელებელი მედია გაგიჟდა იმიტომ, რომ სურდათ ის გამეტყავებინა. ისინი ცდებიან! რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა (და სხვებთანაც) კარგია და არა ცუდი რამ."

"მათ შეუძლიათ დაგვეხმარონ პრობლემების გადაჭრაში ჩრდილოეთ კორეასთან, სირიასთან, უკრაინასთან, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან, ირანთან და გამალებულ შეიარაღებაზეც კი. ბუშიც ცდილობდა ნორმალური ურთიერთობების ქონას, თუმცა არ ჰქონდა საკმარისი "ჭკუა". ობამა და კლინტონიც ცდილობდნენ, მაგრამ არ ჰქონდათ საკმარისი ენერგია. მშვიდობა ძლიერების მეშვეობით!"

გავრცელებული ცნობით ტრამპის მრჩევლებმა მას ბრიფინგის მასალებში სპეციალურად დაუწერეს "არ მიულოცო", თუმცა ტრამპმა მათი რჩევა არ გაითვალისწინა.

ტრამპის მილოცვა რესპუბლიკელმა სენატრომა, ჯონ მაკკეინმა დაგმო და თქვა, რომ ტრამპმა "შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის ყველა მოქალაქეს, ვისაც თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში ხმის მიცემის საშუალება არ მისცეს."

კომენტარები