აიისა-საპატრიარქო

აიისა საპატრიარქოს: მადლობა, რომ არჩევანს ქართულ ბრენდზე აკეთებთ

პრეზერვატივების ბრენდი აიისა საქართველოს საპატრიარქოს პასუხობს, რომელმაც გუშინ ბრენდს "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში" დასდო ბრალი

"მადლობას ვუხდით საქართველოს საპატრიარქოს ინტერესის გამოხატვისთვის და პრეზერვატივების ბაზარზე არჩევანის ქართულ ბრენდზე გაკეთებისთვის. ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის და იმ მახასიათებლების აღქმა რაც ბრენდს გამოარჩევს მარტივია რიგითი ადამიანების უმრავლესობისთვის. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, მიიღონ მონაწილეობა მშვიდი გარემოს შექმნაში და გამოხატონ აზრი ძალადობის და მუქარის გარეშე.

ვიმედოვნებთ უახლოეს მომავალში შედგება აიისას როგორც ბრენდის და საქართველოს საპატრიქრქოს თანამშრომლობა ისეთ სოციალურ საკითხებში როგორებიცაა სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია,"- წერია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრიარქომ გუშინ გავრცელებულ განცხადებაში საზოგადოებას მოუწოდა, მთელი ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ "სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადო დაცვა". 

კომენტარები