სლოვაკეთი

ჟურნალისტის მკვლელობით გამოწვეული პროტესტის გამო სლოვაკეთის პრემიერი გადადგა

რობერტ ფიცო
Reuters

სლოვაკეთის პრემიერმინისტრი, რობერტ ფიცო თანამდებობიდან გადადგა. სკოვაკეთის პრეზიდენტმა, ანდრეი კისკამ მისი გადადგომის მოთხოვნა იმ პირობით, რომ მისი პარტია მთავრობის შემდეგ ლიდერს აირჩევს, დააკმაყოფილა.

ფიცოს გადადგომა სლოვაკი ჟურნალისტის მკვლელობას მოჰყვა. იან კუციაკი და მისი საცოლე გასულ თვეს საკუთარ ბინაში მოკლულები იპოვეს. ჟურნალისტი მთავრობაში კორუფციას და მათ იტალიურ მაფიასთან კავშირს იძიებდა. მის მკვლელობას სლოვაკეთში მასობრივი პროტესტი და ანტი-სამთავრობო გამოსვლები მოჰყვა.

მკვლელობის გამოძიების ფარგლებში დაკავებული 7 ეჭვმიტანილი გაათავისუფლეს. სლოვაკეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას მთავრობაში რადიკალური ცვლილებები ან ხელახალი არჩევნები ესაჭიროება.

პრემიერმინისტრის გარდა თანამდებობა სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრმაც დატოვა.

კომენტარები