NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ფსიქიკური ჯანმრთელობა

ღირსების შემლახავი გარემო სურამის ე.წ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში

სამშაბათი, 6 მარტი, 2018 - 12:22
tbl.ge/2tf6
დაკოპირდა

სურამის ე.წ ფსიქიატრიული საავადმყოფო ინსტიტუციაა, სადაც ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანები არიან განთავსებულები, თუმცა აქ პირობები გაუსაძლისია. 

დაწესებულება 5 მარტს სახალხო დამცველმაც მოინახულა და დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურული და თერაპიული გარემოს გამო შეშფოთება გამოთქვა. მისი თქმით, ეს პირობები პაციენტებს გაუსაძლის, ადამიანის ღირსების შემლახავ პირობებში ამყოფებს. 

სახალხო დამცველის შეფასებით, „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოს“ მთლიანი შენობა, როგორც საცხოვრებელი, ასევე საერთო სარგებლობის ტერიტორიები ძველი და გაუმართავია, ძველია ინვენტარიც, უკიდურესად მძიმეა სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ფაქტობრივად არ არსებობს თერაპიული გარემო.

"სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სისტემატიურად ახორციელებდა მონიტორინგს და აფიქსირებდა სომატური დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის, მედიკამენტებით მომარაგების ხარვეზებს; პერსონალის ნაკლებობას, მათი კვალიფიკაციის დაბალ დონეს, ძალადობას თუ სხვა სახის სისტემურ გამოწვევებს. პრევენციული ჯგუფის შეფასებით, გაწეული ფსიქიატრიული დახმარება არაადეკვატურია. განსაკუთრებით მწვავედ იგრძნობა არასაკმარისი დაფინანსება, რაც პირდაპირ კავშირშია მიწოდებული ფსიქიატრიული დახმარების ხარისხზე.

საავადმყოფოში არსებულ გაუსაძლის პირობებზე სახალხო დამცველი არაერთხელ მიუთითებდა თავის წლიურ ანგარიშებსა და სპეციალურ ანგარიშებში. ასევე, რეკომენდაციებით მიმართავდა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და პაციენტების ადამიანის ღირსებასთან თავსებად პირობებსა და თერაპიულ გარემოში მოთავსების დაუყოვნებლივ უზრუნველყოფას ითხოვდა. სამწუხაროდ, დღეს სახალხო დამცველს მდგომარეობა კვლავ უცვლელი დახვდა", - აცხადებს სახალხო დამცველი. 

ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა მიმართოს შესაბამის ზომებს, რათა შეძლებისდაგვარად გაუმჯობესდეს ქაჯაიას სახელობის „სურამის ფსიქიატრიული საავადმყოფოში“ განთავსებულ პაციენტთა პირობები.

ფსიქიკური ჯანმრთელობაფსიქიკური აშლილობასურამის ე.წ ფსიქიატრიული საავადმყოფოსახალხო დამცველი

ამავე თემაზე

  • ოთხშაბათი, 17 დეკემბერი, 2025 - 16:46პლენარულ სხდომაზე კოდექსში ახალი ტერმინის, "პროცესუუნარო პირის" დამატებას მხარი დაუჭირეს
  • სამშაბათი, 16 დეკემბერი, 2025 - 13:54სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი ტერმინი "პროცესუუნარო პირი"
  • პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025 - 15:16"განისაზღვრება დაავადებების ჩამონათვალი" – ვისთვის ქმნის ერთიან ბაზას ივანიშვილის მთავრობა
  • პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025 - 13:34ცენტრალიზებული მონაცემთა ბაზები მაღალი რისკის მატარებელია - ფსიქოლოგთა პროფკავშირი
  • პარასკევი, 12 დეკემბერი, 2025 - 12:29უფრო სენსიტიური თემები გროვდება სახელმწიფოს მხრიდან - პაპუაშვილი ერთიან ბაზაზე

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:21

უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:19

რუსეთი საქართველოს სუვერენიტეტს არ აღიარებს ტერიტორიის 20%-ზე, კალასი 100-ზე - კობახიძე

არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, რამაც გაამძაფრა პრობლემა - კობახიძე სტიქიაზე
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:10

არასწორად იყო გაცემული მშენებლობის ნებართვები, რამაც გაამძაფრა პრობლემა - კობახიძე სტიქიაზე

რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 13:04

რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა

კობახიძე: უსამართლო რეზოლუციებით დიფ სთეითი სასურველი შედეგს ვერ აღწევს
ორშაბათი, 13 ივლისი, 2026 - 12:57

კობახიძე: უსამართლო რეზოლუციებით დიფ სთეითი სასურველი შედეგს ვერ აღწევს

ყველაზე კითხვადი

ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
1ჩრდილოკორეელი მეეზოვეები რუსეთში მუშაობაზე უარს დაბალი ხელფასების გამო ამბობენ
2რუსეთის ინტერესების სექცია: ქართველი მოსწავლეები ახალგაზრდულ პროექტში მონაწილეობდნენ
3სოფიო სიგუას გაჟღერებული ინფორმაცია ღირსების შემლახავია, გადაიდგმება ნაბიჯები – ადვოკატი
4"მონანიების არქონით, ელისაშვილმა ვერ დაიმსახურა მინიმუმი სასჯელი" - პროკურორი
5რუსთავი 2: იოსებ სიგუამ თანამდებობა დატოვა და ცილისწამებისთვის ჩივილს აპირებს

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
როგორ შეამცირა შვედეთმა მოწევის პრევალენტობა?
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕