თბილისის საკრებულო

სასამართლომ "ოცნების" წევრს, საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარს პატიმრობა შეუფარდა

ქართული ოცნება

სასამართლომ თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატს თემურ გორგაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ ამ გადაწყვეტილებით პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარე საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა, ალტერნატივის სახით კი, სასამართლოს 15 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას სთავაზობდა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქრთამის აღების ბრალდებით კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი 28 თებერვალს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს ნათესავის შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

თემურ გორგაძე თბილისის საკრებულოში კრწანისის მაჟორიტარი 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად გახდა. იქამდე, ის ქართული ოცნების კრწანისის მაჟორიტარის ბექა ოდიშარიას ოფისის ხელმძღვანელი იყო.

კომენტარები