უბედური შემთხვევა

ბათუმში ქალს მატარებელი დაეჯახა

ბათუმში, 30-წლამდე ასაკის ქალს მატარებელი დაეჯახა.

მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. როგორც ტაბულას ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში განუცხადეს, მაჩვენებლები სტაბილურია.

"სტაბილური ჰემოდინამიკური მაჩვენებლებია, რეამინაციაში გაგრძელდა მკურნალობა პოლიტრავმის რეჟიმიდან გამომდინარე. ნეკნები მოტეხილია, მენჯის ძვლები მოტეხილია, მუცლის ღრუში ღვიძლის კიდეა დაზიანებული. ოპერაციული ჩარევა არ სჭირდება პაციენტს და აგრძელებს მკურნალობას რეანიმაციაში. ამ დროისთვის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ გვაქვს", - აცხადებს გადაუდებელი თერაპიის მიმართულების ხელმძღვანელი, რუსუდან ქამადაძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები