ოჯახში ძალადობა

ყოფილი ცოლის ცემაში ბრალდებულს 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

BBC News

თბილისის საქალაქო სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო. მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

პროკურატურის ინფორმაციით, "დადასტურდა, რომ 2017 წლის 9 დეკემბერს, ქ.თბილისში აღმაშენებლის ხეივანში არსებულ სახელოსნოში, მ.გ.-მ ყოფილ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შედეგადაც დაზარალებულმა ძლიერი ფიზიკური ტკივილი განიცადა".

სამართალდამცველებმა მ.გ. 2017 წლის 10 დეკემბერს ქ. თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

კომენტარები