ოჯახში ძალადობა

სასამართლომ მოძალადე ქმრისგან დამცავი ორდერი გამოსცა

usnews.com

თბილისის საქალაქო სასამართლომ ძალადობის მსხვერპლი ქალის და მისი სამი შვილის, მათ შორის, როგორც ძალადობის მოწმე ბავშვის, უფლებების დაცვის მიზნით მოძალადე ქმრისგან (მამისგან) დამცავი ორდერი გამოსცა.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ინფორმაციით, რომელიც ძალადობის მსხვერპლს იურიდიულ კონსულტაციას უწევს, მაკა ჭ. 23-წლიანი სისტემატური ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლია. ქალმა დამცავი ორდერის გამოცემის მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს 13 თებერვალს მიმართა. დღეს, 21 თებერვალს გაიმართა სხდომა, სადაც განმცხადებლები მოძალადისგან გარკვეული ქმედებების, მათ შორის, ძალადობის შემსწრე არასრულწლოვანი შვილის მიმართ, უფლებამოსილების შეზღუდვას ითხოვდნენ, რაც სასამართლომ გაიზიარა.

"მოძალადე გოჩა ა.-ს აეკრძალა საკუთარ სახლთან (მსხვერპლთა საცხოვრებელთან), სამუშაო, სასწავლო და ყველა იმ ადგილთან მიახლოება, სადაც მაკა და მისი შვილები იქნებიან. ასევე, მოძალადეს აეკრძალა ოჯახში ძალადობის მსხვერპლებთან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. თბილისის საქალაქო სასამართლომ დამცავი ორდერი გამოსცა მაქსიმალური ვადით, რაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით 6 თვეს შეადგენს", - აცხადებენ GDI-ში.ო

კომენტარები