ხე-ტყე

ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების და ყალბი ზედნადებების დამზადებისთვის 1 პირი დააკავეს 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინსიტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ჯგუფურად ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ყალბი სასაქონლო ზედნადებების დამზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთი წევრი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ტერიტორიაზე სისტემატურად, უკანონოდ მოიპოვებდა ხის მასალას. ხე-მასალის რეალიზაციისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით, ბრალდებული ყალბ სასაქონლო ზედნადებებს ამზადებდა, რამაც მნიშვნელოვან ზიანი გამოიწვია", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მეორე და 303-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, აღნიშნულ დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით შესაბამისი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები ტარდება.

კომენტარები