იოჰან იოჰანსონი

ისლანდიელი კომპოზიტორი იოჰან იოჰანსონი 48 წლის ასაკში გარდაიცვალა

იოჰან იოჰანსონი
CNN

ოქროს გლობუსის მფლობელი ისლანდიელი კომპოზიტორი იოჰან იოჰანსონი ბერლინში 48 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გარდაცვალების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

იოჰანსონმა 2015 წელს ოქროს გლობუსი ფილმ "ყველაფრის თეორიისათვის" ("The Theory of Everything") დაწერილი მუსიკისათვის მიიღო.

2016 წელს ის ოსკარზეც წარადგინეს ფილმ "Sicario"-სთვის დაწერილი მუსიკისათვის. მასვე ეკუთვნის 2016 წელს გამოსული ფილმის "ჩამოსვლა" ("Arrival") მუსიკა, რომელისთვისაც ოქროს გლობუსზე წარადგინეს.

კინომუსიკის გარდა იოჰანსონს რამდენიმე სოლო ალბომი აქვს გამოშვებული. ის ცნობილი იყო კლასიკური მუსიკის ელექტრონული მუსიკის ელემენტებთან შერწყმით.

კომენტარები