მიხეილ სააკაშვილი

საყვარელიძე: პოროშენკომ სააკაშვილის დასაკავებლად "ალფას" სპეცრაზმი გაგზავნა

REUTERS/ Gleb Garanich

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებისთვის სპეცრაზმი გაგზავნეს.

ინფორმაციას ამის შესახებ სააკაშვილის თანაგუნდელი, დავით საყვარელიძე ავრცელებს.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის წასაყვანად უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევში, სასტუმრო Fairmont Grand-ში "ალფა" გაგზავნა. 

"ყველანი მივდივართ იქ", - წერს საყვარელიძე.

სააკაშვილი უკრაინელმა სამართალდამცავებმა თავდაპირველად 2017 წლის 5 დეკემბერს კიევში, საკუთარ სახლის სახურავზე დააკავეს, მაგრამ მომხრეებმა ის პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატომრა მომხრეებთან ერთად რადასთან აქციებს მართავდა, უკრაინის შსს-მ კი მასზე ძებნა გამოაცხადა.

8 დეკემბერს სააკაშვილი ისევ დააკავეს, თუმცა 11 დეკემბერს უკრაინის პეჩორის სასამართლომ პატიმრობის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.

კომენტარები