კვიპროსის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნიკოს ანასტასიადესმა გაიმარჯვა. ის კვიპროსის პრეზიდენტი მეორე ვადით გახდება.
71 წლის ანასტასიადესმა ხმათა 56% დააგროვა, ხოლო მისმა მეტოქემ, მემარცხენე სტავროს მალასმა 44%.
მალასი კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრის პოსტს იკავებდა საპრეზიდენტო არჩევნები ანასტასიადესთან 2013 წელსაც წააგო.
"ხვალ გათენდება ახალი დღე, რომელიც მოითხოვს ერთობას, იმიტომ, რომ ეს აუცილებელია წინსვლისათვის. მე კვლავ ვიქნები პრეზიდენტი ყველა კვიპროსელისთვის. დღეს არ არიან გამარჯვებულები და დამარცხებულები, დღეს მხოლოდ კვიპროსია, რომელიც ყველა ჩვენგანისაა." მიმართა ანასტასიადესმა მისი გამარჯვების აღსანიშნავად შეკრებილ ხალხს.