ფინანსთა სამინისტროს ცნობით, უწყების საგამოძიებო სამსახურმა ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
სამინისტროს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ პირმა მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, დაამზადა და გაასაღა ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. ანგარიშის მიხედვით, მან თითქოს, ერთერთ კომპანიას 2 მილიონი ლარის ღირებულების მომსახურება გაუწია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს თავისუფლების აღკვეთას ვადით 2-დან 4 წლამდე.
ფინანსთა სამინისტრო
ფინანსთა სამინისტრომ ყალბი საგადასახადო დოკუმენტის გასაღებისთვის 1 პირი დააკავა

ფინანსთა სამინისტრო




