დღევანდელ საქართველოს ძალიან აკლია ერთმანეთის ნდობა და რწმენა. მე ბევრი საარჩევნო კამპანია ჩამიტარებია და არ მახსოვს ისეთი უიმედობა ადამიანებში, როგორც ეს შემოდგომაზე იყო. მოსახლეობას უიმედობა აქვს ჩვენი მომავლის მიმართ. სადაც არ უნდა გამართო შეხვედრა ყველგან ამბობენ, რომ მათ არ აქვთ რწმენა, რომ მათზე ზრუნავენ, მათ აღარ სჯერათ პოლიტიკოსების, აღარ სჯერათ დაპირებების.
ხელისუფლების პრიორიტეტი ადამიანია, ოღონდ ერთი ადამიანი - ივანიშვილი.
ჩვენ უნდა ვიყოთ დემოკრატიული პარტია, სადაც წინ მიდიან ადამიანები, ვისაც მხარს უჭერენ ადამიანები. ასეთი პარტია ააშენებს ქვეყანას, სადაც ხალხის მხარდაჭრა იქნება პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს რა თმა უნდა ძალიან ბევრი გეგმა. ჩვენ ვართ ის პარტია, რომელიც პატივს სცემს წარსულს და ყველაფერს აკეთებს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენ უნდა ვიყოთ ის პარტია, რომელიც იზრუნებს მცირე მეწარმეებზე, პენსიონერებზე, პედაგოგებს გაუზრდის ხელფასს, იზრუნებს გლეხებზე. ჩვენ ვიქნებით საქმის გამკეთებელი პარტია. ეს არის ჩვენი მიზანი და ამ მიზნისკენ გადადგმული ნაბიჯია დღვანდელი ჩვენი შეკრება," – დავით ბაქრაძე.





