ქალაქ ფოთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა კლდიაშვილისა და გორგასლის ქუჩების კვეთაზე მოხდა, ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, ამ ავტომობილებიდან ერთი მოსრიალდა და ქვეითად მიმავალ ქალს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ადამიანი დაშავდა. ისინი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. პირველი არხის ინფორმაციით, მათი მდგომარეობა სტაბილურია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლოატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
კოდექსის მიხედვით, ამ მუხლისთვის ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული.





