ელენ დეჯენერისი

ელენ დეჯენერესს პარტნიორმა დაბადების დღეზე მისთვის საოცნებო საჩუქარი აჩუქა [VIDEO]

News.com.au

26 იანვარს ლეგენდარულ ელენ დეჯენერისს 60 წელი შეუსრულდა.

ტრადიციის შესაბამისად ელენს დაბადების დღეზე საკუთარ გადაცემაში ცნობილი სტუმრები მოყავს, რომლებიც მას საჩუქრებს ჩუქნიან. 60 წლის იუბილეზე ერთ-ერთი სტუმარი მისი პარტნიორი, პორშა დე როსი იყო, რომელმაც ელენს დიდი ხნის სურვილი აუხდინა და მისი საოცნებო საჩუქარი აჩუქა.

ელენ დეჯენერისი ცნობილია მისი აქტივიზმით ცხოველთა დაცვის სფეროში. მისთვის ერთ-ერთი საყვaრელი ფიგურა ზოოლოგი დაიან ფოსია, რომელიც 18 წლის განმავლობაში იკვლევდა გორილების ქცევას. ფოსს ამ თემაზე წიგნი "გორილების ნისლში" აქვს გამოშვებული.

1985 წელს დაიან ფოსი მოკლეს, თუმცა მან მოასწრო ბრაკონიერებისგან გორილების დაცვის ორგანიზაციის გახსნა აფრიკაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პორშა დე როსიმ ელენს რუანდაში ცენტრი აუშენა, რომელიც გორილებს დაიცავს.

"ელენ, შენ დაიცავ დაიანის მემკვიდრეობას, შეურთედები მას და იქნები ჩემპიონი ამ საოცარი ცხოველების, გორილების. დაბადების დღეს გილოცავ" - უთხრა დე როსიმ ელენს.

კომენტარები