მეტროსადგურმა "ვარკეთილმა“ მუშაობა განაახლა. თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მატარებლების მიმოსვლა 06:00 საათიდან აღდგა. კომპანიაში აღნიშნავენ, რომ ტერიტორია, სადაც გუშინ ჭერი ჩამოინგრა, გასუფთავებულია.
ცნობისთვის, გუშინ დილით მეტროსადგურ "ვარკეთილში“ ე.წ შეკიდული ჭერი ჩამოინგრა. შედეგად 14 ადამიანი დაშავდა. მათ ნაწილს ტვინის შერყევა აქვს, ნაწილს კი - კიდურების მოტეხილობა.
ჭერის ჩამონგრევა ვარკეთილის მეტროში