უბედური შემთხვევა

მეტრო ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა

Getty Images

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეტროსადგურ ვარკეთილში ჭერის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა. დაშავებულები კლინიკებში გადაყავთ. 

მეტროსადგურ ვარკეთილის ბაქანზე ე.წ შეკიდული ჭერი დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჩამოიშალა. ნანგრევების ქვეშ მოყვნენ ადამიანები, რომლებიც მეტროს ელოდებოდნენ.

მეტროსადგურ ვარკეთილს რეაბილიტაცია რამდენიმე თვის წინ ჩაუტარდა. 

კომენტარები