სტალინის სიკვდილი

მოსკოვის კინოთეატრში "სტალინის სიკვდილის" ჩვენების გამო პოლიციამ რეიდი მოაწყო

ALEXANDER ZEMLIANICHENKO / AP

მოსკოვის ერთერთ კინოთეატრში რუსეთის მთავრობის მიერ აკრძალული კომედიური ფილმის „სტალინის სიკვდილის“ ჩვენებას პოლიციის რეიდი მოჰყვა.

პატარა კინოთეარი „პიონერი“ ერთადერთი აღმოჩნდა რუსეთში, რომელმაც აკრძალვა დაარღვია და არმანდო იანუჩის ფილმი გაუშვა.

პარასკევს, ფილმის ჩვენების შემდეგ, კინოთეატრში ექვსი პოლიციელი მივიდა, მათ თან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელებიც ახლდნენ. ოფიციალურად ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ „გამოძიებას აწარმოებდნენ“.

სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა კინოთეატრის თანამშრომლები დაკითხეს და შეაგროვეს „სამხილები“ იმის დასადატურებლად, რომ ფილმი მართლაც გაუშვეს. პიონერის ხელმძღვნელობამ რეიდის შესახებ კომენტარი არ გააკეთა.

თანამშრომლები თავდაპირველად ირწმუნებოდნენ, რომ დაგეგმილი ჩვენებები კვლავ გაგრძელდებოდა, თუმცა მოგვიანებით კინოთეტრმა განაცხადა, რომ ფილმის ჩვენებები მათი კონტროლს მიღმა არსებული მიზეზების გამო გაუქმდა.

ბრიტანული სატირის „სტალინის სიკვდილის“ პრემიერა რუსეთში 25 იანვარს უნდა გამართულიყო, მაგრამ კულტურის სამინისტრომ მისი ჩვენების ნებართვა გააუქმა. უწყებამ განაცხადა, რომ ყველა კინოთეატრი, რომელიც ფილმს აჩენებდა, დაჯარიმდებოდა და დროებით დახურვაც დაემუქრებოდა. აკრძალვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთში რამდენიმე კონსერვატიული შეხედულებების მქონე ცნობილმა პიროვნებამ ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა.

კრემლის მიერ აკრძალული ფილმის პრემიერა საქართველოში პირველ თებერვალს შედგება.

კომენტარები