nutella

Nutella-ზე 70%-იანმა ფასდაკლებამ საფრანგეთის სუპერმარკეტებში ქაოსი გამოიწვია

Nutella-ზე ფასდაკლებამ საფრანგეთის სუპერმარკეტებში ქაოსი გამოიწვია.

სუპერმარკეტების ქსელმა Intermarché შოკოლადის კარაქი მომხარებელს 70%-იანი ფასდაკლებით შესთავაზა - 4.50 ევროს ნაცვლად 1.40 ევროდ.

შეთავაზებას დიდი რიგები, ჩხუბი, ერთმანეთისთვის ხელის კვრა, ნივთების მტვრევა და ქაოსი მოჰყვა. ზოგიერთ სუპერმარკეტში პოლიციის გამოძახება გახდა აუცილებელი, თუმცა არავინ დაუკავებიათ.

„ნამდვილი კატასტროფა იყო, 200 კაცი მაღაზიის გახსნას გარეთ ელოდებოდა. ეს ყველაფერი ნუტელას ერთი ქილის გამო“ - ამბობს ერთერთი სუპერმარკეტის თანამშრომელი CNN-თან.

Intermarche-მ მომხმარებელს ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ „გაკვირვებულია“ მოთხოვნის ასეთი დონით.

კომენტარები