კომუნიკაციები

კომუნიკაციების კომისიამ ბილაინი 90,000 ლარით დააჯარიმა

ბილაინი

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ბილაინი 90,000 ლარით დააჯარიმა. კომისია საკუთარ გადაწყვეტილებას ბილაინის მიერ ნომრის გაცემისას კანონის მოთხოვნის დარღვეას უკავშირებს.

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას, შპს "ვიონი საქართველოს" (ბრენდული სახელწოდება "ბილაინი") მიერ სააბონენტონომრის გაცემა მომხმარებელთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულების გარეშე განხორციელდა, რაც "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტით გათვალისწინებული მოთხოვნებისდარღვევას წარმოადგენს.

გამომდინარე იქიდან, რომ სააბონენტო ხელშეკრულების სათანადოდ გაფორმების ვალდებულების დარღვევის გამო, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შპს "ვიონი საქართველოს" მიმართ გამოყენებული იქნა "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრული როგორც გაფრთხილება, ისე ჯარიმა, კომისიამ კომპანიას 90000-ლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა", - წერია კომისიის გადაწყვეტილებაში.

კომენტარები