სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე მოძრაობა თავისუფალია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 118-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
ცნობისთვის, გუშინ ღამით, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზაზე დიდი მოცულობის კლდის მასა ჩამოიშალა, რის გამოც ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ფოტო: IPN
ინტერპრესნიუსი თვითმხილველებზე დაყრდნობით წერს, რომ ქვის ლოდები გზაზე მიმავალ სატვირთო ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.





