კრიმინალი

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით პირი დააკავა

შსს

შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული ო.ქ დააკავა.

უწყების ცნობით, კაცი კასპის რაიონის სოფელ საქადაგიანოში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, „აკს“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 

კომენტარები