ნარკოდანაშაული

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის, ერთი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მარნეულში ერთი პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, 1979 წელს დაბადებული ა.ა-ს პირადი ჩხრეკისას, 32,03 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება ნივთმტკიცებად ამოიღეს, რომელიც, ქიმიური ექსპერტიზის თანახმად, 19,45 გრამ ჰეროინს შეიცავს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები