ჩვენ ვმუშაობთ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც მოგეხსენებათ, შესაბამისი კანონპროექტიც არის ინიცირებული საქართველოს პარლამენტში. უნდა გაფართოვდეს იმ სუბიექტთა წრე, რომლებიც ჩართული იქნებიან ამ განხილვებში. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროცესში საპატრიარქოს მონაწილეობა. ჩვენ ვუსმენთ ყველა მხარეს, მოვუსმენთ საპატრიარქოს და ზუსტად ასეთი განხილვის, ძალიან ფართო ჩართულობის განხილვის საფუძველზე იქნება მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. საუბარია იმაზე, რომ მსჯელობა უნდა გაგრძელდეს. ჩვენ საპატრიარქოსთან ერთად დავსხდებით და ვიმსჯელებთ ამ საკითხზე. კანონპროექტის განხილვა და მიღება შეიძლება არ მოხდეს უახლოეს მომავალში, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველასთან, და ამის საფუძველზე მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება. მიზანი აქვს ყველას ერთი - საქართველოში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების შემცირება.
tbl.ge/2q21
დაკოპირდა

თქვა ირაკლი კობახიძემ ნარკოპოლიტიკის შესახებ საუბრისას. საქართველოს საპატრიარქომ გუშინ განცხადება გაავრცელა და მსუბუქი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვა. მიზეზად დაასახელა, რომ კანონპროექტში არ არის გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი.
ამავე თემაზე
- ნარკოტიკი ვეღარ შემოვიდა და კუსტარული ნარკოტიკის ქარხანა გაჩნდა ქვეყანაში – მდინარაძე
- სარჯველაძე: უნდა დავანგრიოთ მითი, რომ თითქოსდა უსარგებლოა ნარკომანის განკურნებაზე მუშაობა
- ბოჭორიშვილი: საფრანგეთი ანტინარკოტიკული ინიციატივით გამოვიდა, ჩვენც ვუერთდებით
- ხაბეიშვილი კობახიძეს: ბავშვებს რომ დაერიეთ, გეკა თუ ჯეკა გადაამოწმე, კალაძე, ოხანაშვილი
- ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვა




