ნარკოდანაშაული

შსს: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ერთი პირი დავაკავეთ

შსს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1976 წელს დაბადებული ა.მ.  დააკავეს.

"სამართალდამცველებმა დაკავებულისგან 28,388 გრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა ნარკოტიკული საშუალება თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოიტანა." - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის  „ა“ ქვეპუნქტით.

კომენტარები