თბილისის მერია

წინასაახალწლოდ, თბილისის მეტროში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება

თბილისის მერია

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ("ახმეტელის თეატრი" - "ვარკეთილი"), პიკის საათებში მატარებლების მოძრაობის ინტერვალი მცირდება. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, სატრანსპორტო კომპანიამ ეს გადაწყვეტილება მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესებისა და შეუფერხებელი გადაადგილების მიზნით მიიღო.

კერძოდ, 21 დეკემბრიდან ახალ წლამდე, თბილისის მეტროს პირველ ხაზს 08:00-დან 11:00 საათამდე და 17:00-დან 20:00 საათამდე, ორი მოძრავი შემადგენლობა დაემატება. 

მატარებლები სამწუთიანი შუალედით იმოძრავებენ. გარდა ამისა, 30-31 დეკემბერს, თბილისის "მეტროპოლიტენი" შაბათ-კვირის განრიგის ნაცვლად, სამუშაო დღეების განრიგითა და ინტერვალით იმუშავებს.

კომენტარები