გიორგი კვირიკაშვილი

პრემიერმინისტრმა ნიკა მელიას გინების გამო საზოგადოებას ბოდიში მოუხადა

"პატრიოტთა ალიანსთან" შეხვედრისას პრემიერმინისტრმა ნიკა მელიასთან მომხდარ სიტყვიერ დაპირისპირებაზე კომენტარი გააკეთა და საზოგადოებას ზედმეტი ემოციების გამო ბოდიში მოუხადა.

პრემიერის თქმით სამწუხაროდ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო, რაც არ იყო კარგი საყურებელი, თუმცა რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ჯერ საკუთარი ღირსების დაცვა ავალია და შემდეგ ყველაფერი დანარჩენი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა. მან პრემიერს განუცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მისი შემცვლელი უკვე ნაპოვნი ჰყავს და ის პოსტზე მხოლოდ ფორმალურად რჩება, რის პასუხადაც პრემიერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები