სამართალდამცველებმა ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები კარწახის რკინიგზის მშენებარე სადგურიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს და ელექტროტექნიკას სისტემატურად იპარავდნენ.
"სამართალდამცველებმა, ე.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული წყლის გამათბობელი ავზი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ბ.ღ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 11 შეკვრა ნაქურდალი მეტლახი. პოლიციამ მ.კ.-ს მიერ დანაშაულებრივი გზით მოპოვებული და გასხვისებული სხვადასხვა ნივთები: წყლის გამათბობელი ავზი, ცენტრალური გათბობის 7 რადიატორი, ელექტროჩამრთველების დაფა და ხელსაბანი ნიჟარა ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.
გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. აღნიშნული მუხლი სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.





