ნარკოდანაშაული

შსს: ნარკოდანაშაულისთვის ირანის რესპუბლიკის მოქალაქე დავაკავეთ

შსს

სამართალდამცავებმა ირანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ს.გ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 47 აბი ამოიღეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ხუთიდან რვა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები