ქურდობა

შსს: კაფეტერია ანტრედან ფული არასრულწლოვანმა მოიპარა

entree.ge

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი, 2001 წელს დაბადებული დ.ყ. გამოავლინეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია "ანტრეში", სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს", - აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე კაფეტერია ანტრე დღეს გაქურდეს. წაღებული თანხის ოდენობა ამ დროისთვის უცნობია.

კომენტარები