ნარკოდანაშაული

შსს: 160 აბი ნარკოტიკი ამოვიღეთ, დაკავებულია ერთი პირი

შსს

სამართალდამცავებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს.
ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 1992 წელს დაბადებული ი.კ. დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალების 160 აბი ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

კომენტარები