სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

51-ე და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორებმა გაუთქმელობის ვალდებულება დადეს

პოლიციის მთავარ სამმართველოში 51-ე და პირველი ექსპერიმენტული სკოლების დირექტორები გამოკითხეს. საგამოძიებო უწყებიდან გამოსულმა სასწავლებლების ხელმძღვანელებმა მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრეს. მათი თქმით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გაუთქმელობის ვალდებულებას მოაწერეს ხელი და "ვერანაირ კომენტარს" ვერ გააკეთებენ. 

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე - სამართალდამცავებს გუშინ, 4 დეკემბერს, ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს, მათგან სამი - დააკავეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი იყო.

პროკურატურის ვერსიით, დაპირისპირება სკოლაში, პნევმატური იარაღის გამო დაიწყო, თუმცა, 51-ე სკოლის დირექტორის და მოსწავლეების თქმით, "ეს იყო სათამაშო თოფი".

რას მოჰყვა დაპირისპირება, წაიკითხეთ გამოძიების ვერსია აქ.

კომენტარები