ოთარ აბესაძის საქმე

მერიის ყოფილ მაღალჩინოსანს, ოთარ აბესაძეს დროებით ჰოსპიტალში გადაიყვანენ

http://presa.ge

მერიის ყოფილ თანამშრომელს ოთარ აბესაძეს დროებით ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტის ჰოსპიტალში გადაიყვანენ, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდება. გადაწყვეტილება თბილისის საქალქო სასამართლოს მოსამართლემ ამის შესახებ დღევანდელ სხდომაზე მიიღო. ნინო ნაჭყებიამ ამ გადაწყვეტილებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. აბესაძე ჰოსპიტალში მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში დარჩება. 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების ბრალდებით თბილისის მერიის თანამშრომელი ოთარ აბესაძე 12 ივლისს დააკავა. მას გამოძიება 3000 აშშ დოლარის ოდენობის ქრთამის მოთხოვნას და აღებას ედავება. აბესაძეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები