სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 1971 წელს დაბადებულმა ი.გ-მ ცოლს, 1979 წელს დაბადებულ ლ.მ.-ს, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).
ოჯახში ძალადობა
ცოლის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, ერთი პირი დააკავეს

შსს




