ოჯახში ძალადობა

ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს

ქალთა მიმართ ძალადობა

სამართალდამცველებმა ოჯახში ძალადობის ბრალდებით ერთ პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა, 1971 წელს დაბადებულმა მ.ქ-მ, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, ცოლს, 1972 წელს დაბადებულ ლ.თ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

გამოძიება არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით).

კომენტარები