ონიანის საქმე

კახიძე: ივანიშვილთან ბრძოლის ნაცვლად, ენმ-ს ქოცური ნარატივით იერიში მოაქვს ჩვენზე

რაც შეეხება იმას, რომ ივანიშვილის რეჟიმის პატიმარი თუ აღარ ხარ, ამიტომ გარიგებული ხარ ეს პირველ რიგში აძლიერებს ივანიშვილის ხელისუფლებას, ვინაიდან არის უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც ოპოზიციის დისკრედიტაციას იწვევს და მეორეს მხრივ ნიკა მელიას მხრიდან არის სულელური გამონათქვამი, 2012 წლიდან რომ ბრალდებული ხარ და ამ დროს გარიგებულს ეძახი ადამიანს რომელიც სამი წელი ციხეში იჯდა და შენ არ მჯდარხარ ციხეში. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ნიკა მელია ციხეში არ ჩაჯდეს, რაც შემიძლია. არ ყოფილა მაღალი დონის შეხვედრა საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მე არ დამეყენებინოს ის საკითხი, რომელიც ეხება მიმდინარე პოლიტიკურ დევნას, როგორც პატიმრების ისე ლიდერების. ამას იმიტომ ვაკეთებ რომ ქვეყნისთვის არის ცუდი პოლიტიკური დევნა. ქვეყნისთვის არის ცუდი, როდესაც ოპოზიციური პარტია იმის მაგივრად, რომ დაკავებული იყოს ივანიშვილის რეჟიმთან დაპირისპირებით, ზუსტად ქოცური ნარატივით იერიში მოაქვს ჩვენზე და თან ისეთი ბრიყვული არგუმენტით, რომ თუ ივანიშვილმა არ ჩაგსვა ციხეში, მაშინ ესეიგი ხარ გარიგებული და ამ დროს თვითონა არის ეგეთი პირი. 

ევროპული საქართველოს წევრი ოთარ კახიძე, ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებებს პასუხობს რუსთავი ორის ეთერში პასუხობს. მელიამ თქვა, რომ გიორგი ონიანი ევროპული საქართველოს წევრი რომ ყოფილიყო, მას არ დაიჭერდნენ.

კომენტარები