ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ თავისი შიშველი ფოტო თვითერზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაიგო, რომ პაპარაცები მისი ფოტოების ფანებისთვის მიყიდვას ცდილობდნენ.
„ვიღაც ცდილობს, რომ ჩემი შიშველი ფოტოები გაყიდოს. ფული დაზოგეთ. ის აქ არის სრულიად უფასოდ. ყოველი დღე შობაა.“ - დაწერა მომღერალმა პოსტში.
ფოტოზე სააგენტოს მარკაა დატანილი და წერია, რომ ასეთი კიდევ 14 ფოტო არსებობს.
Sia-ს პოსტში ნახსენები ფრაზა კი "ყოველი დღე შობაა" მომღერლის ახალი ალბომის სახელწოდებაა. "Everyday is Christmas" გაყიდვებში სადღესასწაულო პერიოდში გამოვა.