ტრანსპორტი

რამდენი ჯარიმა იწერება უბილეთოდ მგზავრობისთვის

თბილისის მერია

პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც უბილეთო მგზავრობისთვის დაწესებული ჯარიმა ოთხმაგდება. მისი მიღების შემთხვევაში მოქალაქეები 20 ლარით დაჯარიმდებიან. კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ მისი მიღების შემთხვევაში მერიას დამატებითი ფინანსური რესურსის მობილიზების საშუალება ექნება.

რამდენი ჯარიმა იწერება უბილეთოდ მგზავრობისთვის:

მერიის მონაცემებით, დღის განმავლობაში ქალაქში დაახლოებით 150 ჯარიმა იწერება. წლების მიხედვით კი გამოწერილი ჯარიმები ასე გამოიყურება:

  • 2014 წელს - 64 949 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 46 583 საჯარიმო ქვითარზე)
  • 2015 წელს - 48 702 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 37 161 საჯარიმო ქვითარზე)
  • 2016 წელს - 53 836 საჯარიმო ქვითარი (აქედან ჯარიმა ვადაში გადახდილ იქნა 41 674 საჯარიმო ქვითარზე)

უბილეთოდ მგზავრობისთვის გამოწერილი ჯარიმებიდან მერიამ შემდეგი შემოსავლები მიიღო:

  • 2014 წელს - 754 535 ლარი
  • 2015 წელს - 396 810 ლარი
  • 2016 წელს - 490 692 ლარი

კომენტარები