ჰაერის დაბინძურება

თბილისის რომელ უბნებშია ჰაერი ყველაზე დაბინძურებული

Bayram Isgandarov / newscafe.ge

თბილისში ჰაერის დაბინძურების მთავარი მიზეზი ავტომობილების გამონაბოლქვია. საქართველოში რეგისტრირებული 1.1 მილიონი ავტომობილის თითქმის ნახევარი თბილისშია თავმოყრილი, ჰაერის შედარებით მაღალი დაბინძურებაც სწორედ ქალაქის იმ ნაწილებშია, სადაც ინტენსიური მოძრაობა და საცობებია.

გარემოს ეროვნული სააგენტო თბილისში არსებულ ჰაერის მდგომარეობას მონიტორინგის 4 სპეციალური პუნქტიდან აკვირდება. თბილისში მონიტორინგის პუნქტები განთავსებულია წერეთლის გამზირზე, ვაშლიჯვარში, ყაზბეგის ქუჩასა და ვარკეთილის მესამე მიკრო რაიონში.

2 ნოემბერს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა მონიტორინგის შედეგები, რომლის მიხედვითაც ზოგიერთ უბანში აზოტის ოქსიდის (NO), აზოტის დიოქსიდისა (NO2) და ოზონის (O3) შემცველობა კანონით დასაშვებ დონეს აღემატება. აზოტის მონოქსიდისა და დიოქსიდის დასაშვებზე მაღალი დონე წერეთელზე ფიქსირდება, ოზონის მაღალი დონე შეინიშნება ყაზბეგის გამზირსა და ვარკეთილში. ვაშლიჯვარში კი არცერთი დამაბინძურებლის მომატება არ შეიმჩნევა.

კონკრეტული დამაბინძურებლების მიხედვით მონიტორინგის შედეგები ასე გამოიყურება:


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო


ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

ფოტო: გარემოს ეროვნული სააგენტო

კომენტარები