ზუგდიდი-ცაიშის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოავარიას მოპედის მძღოლი ემსხვერპლა. მოპედი გაჩერებულ ტრაილერებს დაეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით დაწყო.
ზუგდიდი-ცაიშის გზაზე მომხდარ კიდევ ერთ ავტოავარიას კი, ზუგდიდის გამგებლის მოადგილე და საკრებულოს ახლადარჩეული წევრი თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა, სამი ადამიანი კი დაშავდა.





