მკვლელობა უკრაინაში

კიევში ჩეჩენი მოხალისე ამინა ოკუევა მოკლეს

UNIAN

კიევში ჩეჩენი მოხალისე ამინა ოკუევა მოკლეს. ამინა ოკუევას და მის ქმარს ადამ ოსმაევს თავს ორშაბათს, 30 ოქტომბერს დაესხნენ. უცნობმა პირებმა წყვილის მანქანას ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როცა ისინი კიევის ერთ-ერთ უბანში სარკინიგზო გზას კვეთდნენ. ამინა ოკუევას ტყვია თავის არეში მოხვდა და ადგილზე გარდაიცვალა. ადამ ოსმაევი დაიჭრა, მაგრამ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მიუხედავად იმისა, რომ ამინა ოკუევა ჩეჩენი იყო, უკრაინის "ღირსების რევოლუციაში" ის უკრაინელების მხარეს იდგა, დონბასში ომის დროს კი ბატალიონ “კიევ-2“-ში მოხალისედ იბრძოდა. ოკუევას ქმარი, ადამ ოსმაევი ამავე ბატალიონის მეთაური იყო.

წყვილზე თავდასხმა უკვე მეორედ მოხდა. 2017 წლის პირველ ივნისს, ცოლ-ქმარი ინტერვიუსთვის ფრანგ ჟურნალისტს შეხვდა. „ჟურნალისტმა“ ადამ ოსმაევს იარაღი დაუმიზნა, თუმცა ოკუევამ ქმარი დაიცვა და თავდასხმელი ზურგიდან დაჭრა.

კომენტარები